Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება კალიარის წინააღმდეგ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში "ემპოლი" "კალიარის" ესტუმრა, სადაც საბა გოგლიჩიძის გუნდმა 0:2 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა დღესაც და ზედიზედ მე-3 მატჩი, შეუცვლელად, სრულად ჩაატარა და ამ შეხვედრაშიც ძალიან კარგად იასპარეზა.

საბამ Sofascore-ს მიხედვით 6.8 შეფასება დაიმსახურა, მან 3-ჯერ მოიგერია ბურთი და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ერთხელ კარში დარტყმული ბურთი დაბლოკა, 2-ჯერ ჩაჭრა, ართმევის მცდელობა სულ 2-ჯერ ჰქონდა, 15 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გამარჯვებული დარჩა, ბურთს 35-ჯერ შეეხო, 22-დან 17 გადაცემა ზუსტად შეასრულა (77%).

Whoscored-მა საბა გოგლიჩიძეს 7.0 შეფასება დაუწერა.

სხვა სტატიები