საბა საზონოვი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტორინოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი, საბა საზონოვი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეულია და საზონოვი მოუთმენლად ელის ახალი შესაძლებლობია მიღებას - დი მარციოს მტკიცებით, საზონოვი უახლოეს საათებში ხეტაფეს შეუერთდება.
ხეტაფე საბა საზონოვს იჯარით დაიმატებს, თუმცა, ლა ლიგის კლუბს ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ტორინოს საკუთრებაა. გასულ სეზონში, საზონოვი იჯარით ემპოლის შეუერთდა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო, ტოსკანელების მაისურით ერთ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.