Belive

მიქაუტაძემ ლა ლიგაში მესამედ გაიტანა | ქართველის შეფასება ხეტაფესთან მატჩში

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ვილიარეალმა ხეტაფეს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ძირითად შეამდგენლობაში დაბრუნდა და გოლიც გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა, 64-ე წუთზე, მეკარე სორიას დახვეწილად გადაუგდო ბურთი თავზე და ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. ვილიარეალმა ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გახსნა.

მიქაუტაძე მე-80 წუთზე შეცვალეს და მან საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მან სულ 3-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ და 2-ჯერ ბურთი ჩარჩოში წავიდა. sofascore-ისა და whoscored-ის მონაცემებით, მიქაუტაძემ 7.5/7.6 ქულა დაიმსახურა.

ვილიარეალი ცხრილის მესამე ადგილზეა და 37 ქულით პირველზე მყოფ ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩება, რეალს კი 'ყვითელ წყალქვეშა ნავზე' ერთით მეტი ქულა აქვს.

სხვა სტატიები