Belive

საბა ლობჟანიძის გუნდმა ინტერ მაიამი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-ს ჩემპიონატის (MLS) პლეი ოფის 1/8-ფინალში "ატლანტა იუნაიტედმა" "ინტერ მაიამი" 2:3 დაამარცხა და 3-რაუნდიანი ბრძოლა ქართველი ფეხბურთელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თავდაპირველად ანგარიში მე-5 წუთზე მატიას როხასმა გახსნა, მე-19 და 21-ე წუთებზე ჯამალ ტიარემ დუბლი შეასრულა და "ატლანტა" წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გათანაბრება შეძლო, მაგრამ ბართოშ სლიშმა წერტილი 76-ე წუთზე დასვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბა ლობჟანიძემ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 6.8-ით შეაფასა, ის ბურთს 46-ჯერ შეეხო, 22-დან 16 გადაცემა ზუსტად გააკეთა (73%), კარისკენ ერთხელ დაარტყა, ერთხელ დარტყმულიც კი დაუბლოკეს, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 2-ში დარჩა.

შეგახსენებთ, MLS-ის პლეი ოფები 3-რაუნდიანია, მესამე მატჩამდე გუნდებს თითო-თითო მოგება ჰქონდათ, "ატლანტამ" კი ამ გამარჯვებით 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდება. მათ შორის პირველი შეხვედრა სანაკრებო შესვენების შემდეგ 24 ნოემბერს გაიმართება.

მიმდინარე პლეი ოფში საბას ანგარიშზე 1 გოლია.

სხვა სტატიები