Belive

საბა ლობჟანიძე: "ვერ ვიტან ალბას"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თავიდანვე გეტყვით, რომ სათაური უხეშად ჟღერს, თუმცა საბას ინტევიუში ალბას მიმართ მხოლოდ პატივისცემაა.

MLS-ის პლეი ოფის 1/8 ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში, "ინტერ მაიამი" "ატლანტა იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე მიიღებს. საქართველოს ნაკრების წევრი, საბა ლობჟანიძე ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი გმირია. საბას მიმდინარე სეზონში, მაიამელთა კარში 4 გოლი აქვს გატანილი. გამოცემა Atlanta Journal-Constitution-მა ქართველს მომავალი შეხვედრის შესახებ ჰკითხა.

ხორდი ალბა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა ძნელია მთელი თამაში მას სდიო, ამის გამო მას ვერ ვიტან. ვფიქრობ, მისთვისაც ასეთივე რთულია ჩემი დაჭერა - ხან მე ვარ მის უკან, ხან კი ის მომყვება მე.

როცა ისეთი დიდი ოთხეულის წინანაღმდეგ თამაშობ, როგორებიც ალბა, მესი, სუარესი და ბუსკეტსი არიან, თავადაც ბევრს სწავლობ. ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა დიდი სამუშაო შეასრულა. - განაცხადა საბა ლობჟანიძემ

ინტერ მაიამიმ პირველი თამაში 2:1 მოიგო, საკუთარ მოედანზე, მესის გუნდმა სწორედ საბასგან გაუშვა გოლი. ატლანტაში მასპინძლებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით იმავე ანგარიშით მოიგეს, როგორც დამარცხდნენ - 10 ნოემბერს 1/4 ფინალში გამსვლელ თამაშში, ალბასა და ლობჟანიძეს ისევ ერთი ფლანგის გაყოფა მოუწევთ.

მომზადებულია Atlanta Journal-Constitution-ის მიხედვით.

სხვა სტატიები