Belive

Sky: "ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Skybet-ის მიხედვით 2023 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში იმყოფება.

Sky-ის მიერ დაჯამებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი 48%-იანი შანსით ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე 40%-იანი მაჩვენებლით "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. ათეულში მყოფ კიდევ 8 ფეხბურთელს 2 და 1%-იანი მაჩვენებლები აქვთ.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა ათეულში კევინ დე ბრუინე, ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი, ქარიმ ბენზემა, ვიქტორ ოსიმენი და ჰარი კეინი არიან.

2022/23 წლების სეზონში, 22 წლის ქართველმა ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები