Belive

ფაბრიციო რომანო: "გიორგი მამარდაშვილის დამატებით მიუნხენის ბაიერნი დაინტერესდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, ქართველ კოლეგაზე, ლაშა ქოქიაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესების სფეროშია.

"ექსკლუზივი - გიორგი მამარდაშვილი "ბაიერნის" სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების დაინტერესების შემდეგ, ქართველი მეკარის დამატებას კიდევ ერთი გრანდი ეცდება.

"ბაიერნი" სხვადასხვა პრიორიტეტით არის დაკავებული, მაგრამ მამარდაშვილი სატრანსფერო სიაში 100%-ით არის.

პერსონალური პირობები პრობლემა არ იქნება", - წერს ფაბრიციო რომანო.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები