Belive

ოფიციალურად: კრისტოფერ ნკუნკუ მილანის ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგი ფეხბურთელი კრისტოფერ ნკუნკუ ჩელსიდან კარიერას მილანში გააგრძელებს. 27 წლის შემტევის ტრანსფერი იტალიურ გუნდს 37 მილიონი ევრო დაუჯდა, მან გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ასევე ცნობილია, რომ ის 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ნკუნკუ პარი სენ-ჟერმენის აკადემიის აღზრდილია, 2015-დან 2019 წლამდე კი მთავარ გუნდშიც ასპარეზობდა, ამის შემდეგ ის ლაიფციგში (2019-დან 2023-მდე) თამაშობდა, მილანში გადასვლამდე კი ლონდონის ჩელსიში ირიცხებოდა.

ფრანგ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში 356 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 113 გოლი გაიტანა და 71 საგოლე გადაეცემა შეასრულა.

სხვა სტატიები