კონსეისაუ: ,,ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშს უნდა უყურონ და გაიგონ, რისი გაუმჯობესებაა საჭირო''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიუ კონსეისაუმ, ,,ფეიენოორდთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:
,,წინ ჯერ კიდევ 90 წუთი გვაქვს. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ძალიან აგრესიულები იყვნენ და ბევრი დუელი მოიგეს, ასეთ დროს გამარჯვება უფრო რთული ხდება. გვქონდა შანსი, რომ მატჩი ფრედ დაგვესრულებინა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, გაშვებული გოლის დროს კი არ გაგვიმართლა.
ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშს უნდა უყურონ და გაიგონ, რისი გაუმჯობესებაა საჭირო. არის რაღაც დეტალები, რაც მერვედფინალში გასასვლელად უნდა გამოვასწოროთ.'' - სერჟიუ კონსეისაუ
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ,,მილანი'' ,,ფეიენოორდთან'' სტუმრად 0:1 დამარცხდა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი სამშაბათს, 18 თებერვალს, იტალიაში გაიმართება.