საბა გოგლიჩიძეს ნაკრების განაცხადში ალექსანდრე კალანდაძე ჩაანაცვლებს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო, ნოემბრის მატჩებში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, მას "დინამო თბილისის" კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ჩაანაცვლებს, ამის შესახებ ინფორმაციას, სწორედ თბილისური გუნდის გვერდი აქვეყნებს.
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "ლეჩეს" წინააღმდეგ, საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. როგორც შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, ის კუნთის სპაზმური დისკომფორტის გამო შეცვალეს, როგორც ჩანს ქართველმა მცველმა ბოლომდე გამოჯანმრთელება ჯერჯერობით ვერ შეძლო და მისი ჩანაცვლება გახდა საჭირო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში უკრაინას შეხვდება, ხოლო 19 ნოემბერს გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.