"საბა გოგლიჩიძემ კარგად ითამაშა" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის უდინეზე კალიარის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავის ახალ კლუბში პირველივე წუთიდან პირველად დაიწყო თამაში და მატჩიც სრულად ჩაატარა.
მატჩის შემდეგ უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ფეხბურთი ასეთია, ხანდახან ბევრ მომენტს ქმნი და ვერ იგებ, ზოგჯერ კი ყველაფერი გამოგდის. გოლის მომენტში შეცდომა დავუშვით და სწორედ ამიტომაც დაწინაურდა კალიარი. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ. მატჩის ბოლოს ტრავმის გამო კრისტენსენის შეცვლა მოგვიწია, კაბასელემ ძალიან კარგად ითამაშა, ისევე როგორც გოგლიჩიძემ და ბერტოლამ. თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ახლა შესვენება გვაქვს და იმედია ყველაფერს გავაუმჯობესებთ. - კოსტა რუნიაიჩი - უდინეზეს მთავარი მწვრთნელი
.@Udinese_1896 | Runjaic: "Kabasele si è comportato molto bene, così come Goglichidze e Bertola" 👉https://t.co/JA2GHV6KRq pic.twitter.com/p5vRVQNNHt
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) October 5, 2025
იტალიის სერია A-ს ცხრილში უდინეზეს 8 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა (2 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი კრემონეზეს წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.