რა შეფასება დაიმსახურა საბა გოგლიჩიძემ ბოლონიას წინააღმდეგ?
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში მონცა ბოლონიასთან სტუმრად 2:1 დამარცხდა. პირველი გოლი მე-6 წუთზე გუსტავო ვარელამ გაიტანა, 33-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა ტომაზო პობეგამ, ხოლო 59-ე წუთზე ბოლონია წინ გაიყვანა ფედერიკო ბერნარდესკიმ.
საბა გოგლიჩიძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა 20 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 13-ში გაიმარჯვა, ერთხელ ბურთი ჩაჭრა, 7-ჯერ ბურთი საჯარიმოდან ამოიტანა და მოწინააღმდეგეს მომენტი არ შეაქმნევინა, ბურთს კი 2-ჯერ დაეუფლა, საბა ბურთს 50-ჯერ შეეხო, 25 გადაცემიდან 22 ზუსტად შეასრულა (88%).
საბა გოგლიჩიძის შეფასება:
Sofascore: 7.2
Flashscore: 6.6
Whoscored: 7.0
Il Bologna fa 3️⃣ di fila! 🔵🔴
— Lega Serie A (@SerieA) October 31, 2026
Decisivo il rigore parato da Skorupski 💪🧤#BolognaMonza #SerieAEnilive pic.twitter.com/DeBqu70kai
მონცა სერია A-ს ცხრილში 7 ქულით მე-16 პოზიციაზეა (2 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 ნოემბერს ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი.