"უდინეზეს მთავარ მწვრთნელს კოსტა რუნიაიჩს აუცილებლად გაათავისუფლებენ" - Sky Sport
უდინეზე კოსტა რუნიაიჩს დღის ბოლომდე გუნდიდან გაუშვებს, მის ადგილს კი პაოლო ძანეტი დაიკავებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიური გუნდი რუნიაიჩთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ოფიცალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე დაადასტურებს. ამის მიზეზი უდინეზეს სეზონის წარუმატებელი დასაწყისია, მათ 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან (1 მოგება, 2 ფრე, 7 მარცხი).
პაოლო ძანეტი, რომელიც სავარაუდოდ უდინეზეს მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, 43 წლის სპეციალისტია, თებერვალში ვერონას მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ უმუშევარი იყო. მწვრთნელის კარიერის განმავლობაში ძანეტი ასევე მუშაობდა ემპოლიში, ვენეციაში, ასკოლისა და სუდტიროლში.
.@Udinese_1896, oggi si formalizza l’esonero di Kosta Runjaić. Entro stasera l'ufficialità di Zanetti: contratto fino a giugno
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) November 2, 2026