Belive

პრემიერ ლიგაში გადმომსვლელი მესამე გუნდიც გაირკვა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰალ სიტიმ ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალში მიდლსბრო დაამარცხა (1:0) და პრემიერ ლიგაში აღზევდა. ჰალი პირდაპირ დაწინაურებულ ქოვენთრისა და იფსვიჩს შეურთდა.

უემბლიზე, მცხუნვარე მზეში ჩატარებულ მატჩს მსაჯმა 8 წუთი დაამატა. მაკბერნიმ 95-ე წუთზე მიდლსბროს მეკარის, სოლ ბრინის შეცდომით ისარგებლა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

2017 წელს ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ჰალი პირველად დაუბრუნდება უმაღლეს დივიზიონს და მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მდიდარი ლიგის წევრი გახდება.

ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ნახევარფინალებში ჰალი/მილუოლი და მიდლსბრო/საუთჰემპტონი მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2 მატჩის ჯამში საუთჰემპტონმა მიდლსბრო დაამარცხა, წმინდანებს 'ჯაშუშობის' ბრალდებით მოგება გაუუქმეს და ფინალში მიდლსბრო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები