რუსული მედია | კვარაცხელიას ტრანსფერს ევრო 2020 აფერხებს
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ხვიჩას გარდა, „რუბინს“ ახლა 11 უცხოელი ჰყავს, მხოლოდ რვა მათგანი უნდა დარჩეს გუნდში. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ვინც ამ სიას დატოვებს, ზურიკო დავითაშვილი უნდა იყოს. უფრო მეტიც – „რუბინი“ განიხილავს დავითაშვილის როგორც იჯარით გაშვების ვარიანტს, ასევე მოთამაშის სრულფასოვანი გაყიდვის ალბათობას“, – ამტკიცებს „ბიზნეს-ონლაინი“.გამოცემა კვარაცხელიას მომავალზეც წერს:
„ჰახშაბანოვიჩი არის პირდაპირი შეცვლა ხვიჩა კვარაცხელიასი, რომელიც ჯერ კიდევ „რუბინის“ ფეხბურთელია. ფეხბურთელი ყველასთან ერთად ემზადება სეზონისთვის, მაგრამ ახალ სეზონში მისი იმედი არ უნდა გქონდეთ. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა საუკეთესო დროა ქართველის გაყიდვისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. კითხვა ბუნდოვანია ევროპის ჩემპიონატის გამო, სადაც კლუბები პოტენციურ ახალწვეულებს ყურადღებით ათვალიერებენ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არ თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე“.