Belive

მბაპეს მამა: 'ის, რაც კვარაცხელიამ ფინალში გააკეთა, ჩემი შვილის საქმე არაა'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და კაპიტნის, კილიან მბაპეს მამამ, L'Équipe-თან ვრცელ ინტერვიუში კილიანის სათამაშო სტილზე ისაუბრა. უილფრიდ მბაპე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი მოქმედება ბევრს ნიშნავს, ფეხბურთელის შეფასებისას, ეს კომპონენტი პრიორიტეტული არ უნდა იყოს და მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა.

თავდამსხმელია მცველი ხომ არ არის? რას ვითხოვთ მისგან? მე არ ვამბობ, რომ კილიანმა არ უნდა დაიცვას თავი, მაგრამ როგორ შევაფასოთ ფეხბურთელი? მე არ მაინტერესებს როგორ უტევვს მცველი და ასეა თავდამსხმელთან მიმართებითაც. თითოეულ პოზიციას აქვს თავისი სპეციფიკა. ჩვენ ვაკრიტიკებთ ბიჭს, რომელსაც სეზონში 60 გოლი გააქვს.

შესაძლოა, ხალხი შოკში ჩავაგდო ამის თქმით, მაგრამ პსჟ-ის ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 90-ე წუთზე გაკეთებული აჩქარება (დენზელ დუმფრისს გამოეკიდა და ბურთი აართვა) არ მაინტერესებს. ეს კილიანის საქმე არაა.

მე არ ვამბობ, რომ ხვიჩა სეზონში 60 გოლს ვერ გაიტანს, თუმცა შემტევი ფეხბურთელის დაცვით შეფასება არასწორი მგონია. - განცხადა უილფრიდ მბაპემ

კილიან მბაპეს მამას მკაცრი პოზიცია აქვს და დაამატა, რომ არ სურს, მწვრთნელებმა მისი შვილის თამაშის სტიილი დაამახინჯონ (მასზე ზედმეტი თავდაცვითი სამუშაოს დაკისრებით). ეს ეხება დიდიე დეშამსა და ხაბი ალონსოს.

სხვა სტატიები