Belive

კალენდარში ცვლილებების შემდეგ ნაპოლი - უდინეზეს მატჩი გადაიდო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ნაპოლი" - "სალერნიტანას" მატჩი ერთი დღით გადაიდო და 29 აპრილის ნაცვლად, 30 რიცხვში შედგება, ნეაპოლური კლუბის კალენდარში სხვა ცვლილებებიც შევიდა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ "უდინეზეს" წინააღმდეგ 2 მაისს გასამართი შეხვედრა ორი დღით გადაიწევს და 4 მაისს ჩატარდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩს "სალერნიტანას" წინააღმდეგ, ის 17:00 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” გაიმარჯვებს, ხოლო დედაქალაქელები ქულას დაკარგავენ, მაშინ ნეაპოლელელბი ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებენ.

სხვა სტატიები