Belive

შოთა ნონიკაშვილი უკრაინის ჩემპიონატში ითამაშებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, შოთა ნონიკაშვილი, უკრაინის ჩემპიონატში ითამაშებს.

23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც შეტევითი პოტენციალითაც გამოირჩევა, "ჩერკასის" ფეხბურთელი გახდება.

"იბერია 1999-ს" აკადემიის მორიგი აღზრდილი ახალ გუნდში 55-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკოა, რომელიც "დინამო თბილისისა" და "იბერია 1999-ს" აკადემიებში მუშაობდა და ფეხბურთელთან უშუალო შეხება აქამდეც ჰქონია.

"იბერია 1999-ს" მაისურით 11 წლის განმავლობაში ვითამაშე და არაჩვეულებრივ ხალხთან მქონდა შეხება.

ახალ გუნდში კარგად დამხვდნენ. მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო საქართველოშიც მუშაობდა და მას უკევ შევხვდი და ტაქტიკური საკითხები განვიხილეთ.

შემდეგ მატჩში სათამაშოდ უკვე მზად ვარ" - ამბობს შოთა ნონიკაშვილი.

შოთა ნონიკაშვილს "იბერიას" მაისურით 118 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ის 8 გოლით მესამე საუკეთესო ბომბარდირია.

View this post on Instagram

A post shared by FC LNZ CHERKASY (@fclnz)

სხვა სტატიები