Belive

რუმენიგე: ,,გვარდიოლა კომპანიზე, როგორც ნიჭიერ მწვრთნელზე გვესაუბრა''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, დაადასტურა, რომ ,,რეკორდმაისტერის'' მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნება:

,,ჩვენმა დირექტორმა მთავარ მწვრთნელად კომპანის დანიშვნა გადაწყვიტა. მხოლოდ გარკვეული დეტალებია შესათანხმებელი, შემდეგ კი ყველაფერი ოფიციალურად დადასტუდება.

კომპანისთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლა დაგვეხმარა, რომელმაც ის კარგად დაახასიათა და მასზე, როგორც ნიჭიერ მწვრთნელზე ისაუბრა. პეპი ვენსანს იცნობს და მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო.'' - კარლ-ჰაინც რუმენიგე

კომპანი 2022 წლიდან ,,ბარნლის'' მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგის 2023-2024 წლების სეზონში მე-19 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

სხვა სტატიები