Belive

რუი ჟორჟე: "ქართველები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან, ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 ივნისიდან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც პირველი ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები, თბილისში, "დინამო არენაზე" პორტუგალიის ნაკრებს მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რუი ჟორჟემ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა ჩვენი გუნდისთვის ძალიან ხელშემწყობი იქნება ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მისი სახით, ქართველებს დიდი ძალა დააკლდებათ. თუმცა მეც არ მყავს რამდენიმე მოთამაშე და რა თქმა უნდა, მერჩივნა მათ ჩემს გუნდში ეთამაშათ.

ფაბიუ ვიეირა ძალიან გვაკლია. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ შესარჩევში დაგვეხმარა. ასევე მადლობა მთელს გუნდს, თუმცა ჯობია ტრავმებზე აღარ ვილაპარაკოთ. იმედი მაქვს ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენს განკარგულებაში არიან, ძალიან დაგვეხმარებიან.

მადლობა საქართველოს კარგი დახვედრისთვის. მათ ნაკრებს ვიცნობ და ვიცით, რომ ეროვნული ნაკრებიდან ეხმარებიან გუნდს. ხვალინდელი თამაში ნამდვილად არ იქნება იოლი. 0:0 ცუდი შედეგი არ იქნება. ჩვენ სხვადასხვა გუნდები ვართ. ჩემი აზრით, ქართველები ფიზიკაში გვჯობნიან, ჩვენ კი ტექნიკაში".

სხვა სტატიები