Belive

რუდი გარსია: ,,კაცნაკლულებს კვარას გოლით მოგებაც შეგვეძლო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,მილანთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,ყოველთვის სჯობს, 0:2-დან გაათანაბრო, ვიდრე ორბურთიანი უპირატესობა გაანიავო. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში მილანი დომინირებდა, მეორეში კი - ჩვენ. მომეწონა, რომ დავიჯერეთ და მატჩში დაბრუნება შევძელით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 1:2-ზე შეიძლებოდა, ყველაფერი მომხდარიყო. კაცნაკლულებს კვარას გოლით მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ბურთმა კარში შესვლა არ ისურვა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ტაქტიკის შეცვლა გადავწყვიტე, რადგან ფეხბურთი მხოლოდ 4:3:3 არ არის. საჭირო იყო თავდამსხმელის დამატება, ორი ფორვარდით მაღალი პრესინგი გაგვიადვილდა.

პოლიტანო ინტელექტით გამოჩეული ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მომწონს. მარჯვენა ფლანგზე მასსა და დი ლორენცოს შორის კარგი კავშირია. ვიცი, რომ შარშან ნაპოლის ძლიერი მხარე მარცხენა ფლანგი იყო, წელს კი შეგვიძლია, ორივე ფლანგის იმედი გვქონდეს. სხვა გარემარბებიც პოლიტანოსა და კვარასავით კარგები უნდა იყვნენ. - რუდი გარსია

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,მილანს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

10 ტურის შემდეგ, რუდი გარსიას გუნდს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები