Belive

რუდი გარსია: ,,რონალდუზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ ვართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, რონალდუს სადებიუტო გოლის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი გუნდი პორტუგალიელზე ბოლომდე დამოკიდებული არ არის:

,,მოხარული ვარ რონალდუს გოლით და ვწუხვარ, ტალისკას გაძევების გამო... ჩვენ მოგება წინა მატჩებში ტალისკას გარეშეც შევძელით და რონალდუზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ ვართ...

მომავალში უნდა მოვუმატოთ, რადგან ბოლო შეხვედრებში გოლები გავუშვით,'' - განაცხადა რუდი გარსიამ.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ,,ალ ფათეჰისა'' და ,,ალ ნასრის'' შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. კრიშტიანუმ 93-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

15 ტურის შემდეგ ,,ალ ნასრი'' 34 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები