კრიშტიანუ რონალდუმ 2023 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი 54-ე და ბოლო გოლი საუდის არაბეთის პრო ლიგაში, "ალ ტაავონთან" გაიტანა. "ალ ნასრიმ" 2023 წლის უკანასკნელი შეხვედრა 4:1 მოიგო.
38 წლის ფეხბურთელმა თავით შეხვედრის 92-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მანამდე ალ ტაავონს ბროზოვიჩმა, ლაპორტმა და ოტავიომ გაუტანეს.
რონალდუს დებიუტი არაბულ კლუბში იანვარში შედგა, პორტუგალიელმა 50 თამაშში 44 გოლის გატანა შეძლო, ნაკრებში ჩატარებულ 9 მატჩში კი 10 გოლი გაიტანა. 2023 წელს მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება - 59 თამაში/54 გოლი.
2023 წელს 50-ზე მეტი გოლის გატანა მხოლოდ 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა:
კრიშტიანუ რონალდუ: 54 გოლი (44 ალ ნასრში, 10 პორტუგალიაში)
ჰარი კეინი: 52 გოლი (25 ბაიერნში, 18 ტოტენჰემში, 9 ინგლისში)
კილიან მბაპე: 52 გოლი (42 პსჟ-ში, 10 საფრანგეთში)
ერლინგ ჰოლანდი: 50 გოლი (44 მანჩესტერ სიტიში, 6 ნორვეგიაში)