Belive

მარსელო ბროზოვიჩი ალ ნასრის შეთავაზებას დათანხმდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბროზოვიჩი "ალ ნასრის" შეთავაზებას დათანხმდა. სპორტული ჟურნალისტის თქმით, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა არის დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბროზოვიჩი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც ამ საღამოსვე მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

სხვა სტატიები