CalcioNapoli: "კვარაცხელია ბერნაბეუზე რეალის დასამარცხებლად ჩადის..."
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალსა" და "ნაპოლის" შორის შედგება. მადრიდულმა გრანდმა 1/8-ფინალში თამაში უკვე გაინაღდა, ხოლო "ნაპოლი" კი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისთვისა და პლეი-ოფის საგზურისთვის ითამაშებს.
მატჩის მოახლოებასთან ერთად, ამ თამაშის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, იტალიური გამოცემები კი ხვიჩა კვარაცხელიას ოცნების ახდენაზე წერს, ოცნებაზე, რომელსაც სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში ჰქვია.
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა "http://calcionapoli1926.it"-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ძირითადი აქცენტი სწორედ ქართველ შემტევზეა გაკეთებული.
"როდესაც კვარამ ნაპოლიში კონტრაქტზე მოაწერა ხელი, იგი ისეთ დღეებზე ოცნებობდა, რომელიც ხვალ ელის. ბავშვობის ინტევიუებში იგი ხშირად ახსენებდა, რომ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი იყო და მისი ოცნება სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში იყო - ამ ოცნებას კვარა ხვალ აიხდენს.
ხვალ ხვიჩა კვარაცხელია პირველად გამოვა ყველაზე პრესტიჟულ სტადიონზე - სანტიაგო ბერნაბეუზე, რომელზეც ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო, ტელევიზიის წინ იჯდა და მისი ოჯახის წევრებთან ერთად რეალის თამაშებს უყურებდა. ასე რომ, არ არსებობს იმაზე უკეთესი ადგილი, სადაც მას თავის გამოჩენა შეეძლება.
ქართველ შემტევს უკვე 13 თვეზე მეტია ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია, სანტიაგო ბერნაბეუ კი ამ 13-თვიანი პაუზის დასარღვევად იდეალური ადგილი იქნება.
ხვიჩამ "ნაპოლიში" გადასვლის პირველივე სეზონში მოიპოვა ჩემპიონობა ნაპოლისთან ერთად, გახდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და მისი გოლი ტურნირის საუკეთესო გოლად დასახელდა. შემდეგ მან იქორწინა, მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე და მისი უდიდებულესობა ლეო მესის კომპლიმენტებიც კი მიიღო პარიზში, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე. კვარა ყველაფრით სრულყოფილია, ყველაფერს წარმოუდგენლად ლამაზად აკეთებს და, შესაძლოა, მოულოდნელადაც კი.
თუმცა, ახლა საჭიროა თავის კიდევ უფრო კარგად გამოჩენა ევროპაშიც, ამისათვის საუკეთესო ვარიანტი კი ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გოლი იქნება." - წერია CalcioNapoli-ს ვრცელ, ანალიტიკურ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალსა" და "ნაპოლის" შორის შედგება. მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.