რუდი გარსია: ,,კვარაცხელიასთან ჩახუტება? ჩემს ყველა ფეხბურთელთან ასე ვიქცევი''
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ბოლონიასთან'' გამართული მატჩი შეაფასა:
,,უარყოფითი მხარე ისაა, რომ მატჩის მოგება ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ასევე, დადებითი იყო კარის მშრალად შენახვა. მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ თუ ძელს მოარტყამ და პენალტს ვერ გაიტან, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. კმაყოფილები არ ვართ, რადგან ვერ მოვიგეთ. შესვენებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრესინგი გაეგრძელებინათ, მაგრამ მეტოქის კარს ცოტა ნელა ვუახლოვდებოდით.
ისეთმა გუნდმა, როგორიც ნაპოლია, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის უნდა ითამაშოს და ჩვენი ადგილი ყოველთვის საუკეთესო ოთხეულში უნდა იყოს. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და არ დავნებდეთ! გამარჯვების სერია გვჭირდება და გვინდა, რომ ეს უდინეზესთან მატჩით დაიწყოს.
ოსიმენის პენალტი? თერთმეტმეტრიანი ბევრ დიდ ფეხბურთელს გაუფუჭებია. რაც შეეხება მის მოედნიდან გასვლას, ვესაუბრე და რაც ვუთხარი, ჩვენ შორის დარჩება.
ოსიმენმა და კვარაცხელიამ კარგად ითამაშეს, მაგრამ სკამზეც ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი გვყავს, ამიტომ როტაცია გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა 9 დღეში 4 თამაში გვიწევს.
კვარაცხელიასთან ჩახუტება? როცა ვინმეს ცვლიან და ამით კმაყოფილი არ არის, ეს კარგია. ყველა ფეხბურთელს ვეხუტები და ნორმალურია, რომ მასთანაც ასე მოვიქეცი.'' - განაცხადა გარსიამ.
სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრა ,,ბოლონიასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ,,უდინეზესთან'' შინ გამართავს.