რუდ გულიტი: "ჩელსის მფლობელმა ვერ მიცნო - კლუბის პრობლემა ეს არის, რომ დნმ გაქრა"
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა - რუდ გულიტმა გაიხსენა ის დღეები, როდესაც იგი ჩელსის ახალ მფლობელს - ტოდ ბოელის შეხვდა და ამერიკელმა იგი ვერ იცნო.
68 წლის ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ მხოლოდ ფული არ არის საჭირო იმისათვის, რომ კლუბი მოწოდების სიმაღლეზე იყოს - მთავარი არის დნმ, რომელიც კლუბს სიძლიერისთვისა და სითამამისთვის სჭირდება.
„მე შევხვდი ჩელსის მფლობელს, ტოდ ბოელის და წარვადგინე თავი - გამარჯობა, მე რუუდ გულიტი ვარ. ტოდმა შემომხედა და მკითხა: „რით ხარ დაკავებული?“ მე ვუთხარი: „კარგი, მე ვთამაშობდი ფეხბურთს - ასევე ვთამაშობდი ჩელსიში და ამ გუნდის მწვრთნელიც ვიყავი.
მან არ იცოდა, ვინ ვიყავი. შემიძლია დავადანაშაულო? სინამდვილეში არა. მაგრამ ახლა ასეა - მათ არ იციან, რას წარმოადგენს კლუბი. დნმ გაქრა და სწორედ ამიტომ არის ჩელსი იმ დღეში, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაზე არც ფიქრობენ და ვერც იფიქრებენ." - რუდ გულიტი
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა ჩელსი 2022 წელს შეიძინა და კლუბის მფლობელი გახდა.
რუდ გულიტი ლეგენდარული ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მან წლების განმავლობაში: სამპდორიაში, ჩელსიში, პსვში, ჰარლემში, ფეინოორდსა და მილანში ითამაშა, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში კი 66 მატჩი აქვს ჩატარებული, რა პერიოდშიც 17 გოლის გატანა შეძლო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გულიტი 1996-1998 წლებში ჩელსის მთავარი მწვრთნელი იყო.
რუდ გულიტი 1987 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია, 1988 წელს კი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეორე პოზიცია დაიკავა.