პიკემ არბელოას დასცინა | "კარგი დებიუტია მადრიდის რეალის მწვრთნელისთვის"
კოპა დელ რეის 1/8-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირა. ალბასეტემ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება, თასიდან მადრიდის რეალი გამოაგდო.
ალბასეტემ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და თასის 1/4-ფინალში გავიდა, ალვარო არბელოა კი 'სამეფო კლუბში' სამწვრთნელო კარიერას ჯოჯოხეთურად იწყებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ყოფილი მცველი - ხერარდ პიკე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის მეგობარს და ყოფილ თანაგუნდელს ალვარო არბელოას ირონიულად დასცინის.
"არაჩვეულებრივი და კარგი დებიუტი აქვს არბელოას მადრიდის რეალის მწვრთნელის რანგში..." - ხერარდ პიკე
🗣️ Gerard Piqué en el chat de Twich: “Buen debut del nuevo Madrid” pic.twitter.com/LXrPQrHCEu
— Som I Serem FCB (@Somhiseremfcb) January 14, 2026
შეგახსენებთ, რომ პიკე და არბელოა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და ძალიან მეგობრობდნენ, რა პერიოდშიც მათ მსოფლიოსა (2010) და ევროპის ჩემპიონატი (2012) ერთად მოიგეს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა კლუბიდან ხაბი ალონსო დაითხოვა, რადგან ფლორენტინო პერესს მისი მუშაობა და შედეგები არ მოსწონდა, ახლადმოყვანილმა ალვარო არბელოამ კი სადებიუტო თამაშში მეორე დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან წააგო და რეალი სამეფო თასიდან გამოეთიშა.
აშკარაა, რომ მადრიდულ გრანდში სერიოზული პრობლემებია, რასაც თავად ფეხბურთელებიც აღარ მალავენ. საინეტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 'სამეფო კლუბში'...