რუბინის გენდირექტორი: "25 მილიონი ხვიჩასთვის კარგი ფასია"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა: "ნაპოლის" ინტერესის შესახებ არ ვიცი. ოფიციალური შემოთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ხვიჩას სანაცვლოდ 25 მილიონი კარგი ფასია," - თქვა საიმანოვმა.კვარაცხელია ყაზანურ კლუბს 2019 წლის ივლისში შეუერთდა. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.