მიკელ მერინო: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ვართ და ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
მომავალი შეხვედრის შესახებ, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა - მიკელ მერინომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"აქ ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, ვართ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები?! - მგონია, რომ ამაზე ჩვენი ბოლოდროინდელი თამაშები და ტიტულები ყველაფერს ამბობს და არაა აუცილებელი ვინმემ გვაღიაროს საუკეთესოდ.
ჩვენც გვგონია, რომ საუკეთესოები ვართ და აბსოლუტურად ყველა მატჩზე მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - მოგება.
მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ყოფნა დიდი ამბავია. აქ ყოფნის და იმის წარმოდგენის შესაძლებლობა, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ძალიან სასიამოვნოა. ჩვენი მიზანი მოგზაურობის დაწყებაა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და ამ სახელისა და ტიტულის შენარჩუნებაა." - მიკელ მერინო
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.