Belive

"რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ არც მათთვის იქნება მარტივი" - საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა, მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა მოახლებულ მატჩზე ისაუბრა

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის ჩვენი გეგმის ნაწილია და გვსურს, რომ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მივიღოთ. საქართველოს ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. ჩვენი ნაკრების რიგებში ყველა მზად არის და ჩვენ სრულად მზადყოფნაში ვართ.

ჩვენი მეტოქე ძლიერი და კარგი გუნდია და მათ ასევე შესანიშნავი ფეხბურთელი დაუბრუნდებათ და რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ არც მათთვის იქნება მარტივი. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე. - გუსტავო პოიეტი - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები