Belive

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: ,,ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და როგორღაც, ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვერ გავედით''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა, საქართველოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან დასანანია! ფეხბურთელები განადგურებულები არიან! ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვიმართლებდა, არ გაგვიმართლა არც წილისყრაში და იღბალი ვერც მოგებაში დაგვეხმარა. ჩემს მოთამაშეებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს. ორი მატჩი ჩავატარეთ, გოლი არ გავუშვით და როგორღაც, ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვერ გავედით. ოთხი ცვლილება ტრავმების გამო გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, ესეც ფაქტორი იყო.

საქმე როცა პენალტების სერიას ეხება, ერთი გუნდი ბედნიერია, მეორე კი - არა. ახლა თამაშის გაანალიზება საკმაოდ რთულია. ამ ყველაფერზე მომავალში ვისაუბრებ.'' - გუსტავო პოიეტი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სტატიაში გამოყენებულია ლევან ვერძეულის ფოტო