Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს. საქართველომ ფინალში გასასვლელად ლუქსემბურგი, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთი გაანადგურა (5:0). ფინალის წინ, ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდის განწყობაზე ისაუბრა.

ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს მივცემ. იმედი მაქვს, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, საფინალო შეხვედრაში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. გაიმარჯვებს ძლიერი და იმედი მაქვს, იმ დღეს უფრო ძლიერი ჩვენ ვიქნებით.

საბერძნეთის ნაკრებს პატივს ვცემთ, ვიცით მათი ძლიერების შესახებაც, თუმცა არამგონია ვინმეს უხაროდეს აქ ჩამოსვლა და ამდენი გულშემატკივრის წინაშე თამაში - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

შეგახსნებთ, რომ ლუქსემბურგთან მატჩში ხვიჩა დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა, მან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 3 ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელია საბერძნეთთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია და ნაკრების შემადგენლობას დაუბრუნდება.

სხვა სტატიები