Belive

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, ბარსელონა ყველაზე მეტ ქულას აგროვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში, ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სოსიედადს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამარჯვებით, კატალონიელებმა 19 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატის პირველ ადგილზე გადაინაცვლეს (1 ქულით უსწრებენ რეალს). ტრავმის შემმდეგ დაბრუნდა ლამინე იამალიც, რომელმაც მოედანზე შესვლიდან 1 წუთში ლევანდოვსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა.

წინა წლის ტენდენციის მსგავსად, ბარსელონა ამ შეხვედრაშიც მარცხდებოდა. ლა ლიგაში ეს უკვე მესამედ მოხდა (ლევანტე, ოვიედო, სოსიედადი). კატალონიელებმა თითოეულ შემთხვევაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ასე რომ, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ბარსელონამ ცხრა ქულა დააგროვა იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში ჩამორჩებოდა - ეს მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელი ტოპ 5 ჩემპიონატში.

სხვა სტატიები