პინი ზაჰავი: "ლევანდოვსკიმ უარი 100 მილიონზე თქვა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონასა და პოლონეთის ნაკრების ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა - პინი ზაჰავიმ, იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც აქამდე უცნობი იყო.
კერძოდ, საქმე ეხება 2024 წლის საქმეს, სადაც რობერტ ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთიდან ნამდვილად საოცარი შემოთავაზება მიიღო, თუმცა მან ეს შემოთავაზება ფეხბურთის სიყვარულის გამო დაბლოკა.
"ბარსელონადედამიწაზე ის ადგილია, სადაც ლევანდოვსკი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, მას ეს პოზიცია ჩემთან არაერთხელ დაუფიქსირებია.
საუდის არაბეთის კლუბები ფეხბურთელებით გადატვირთულია. მათ არ იციან, რა მოიმოქმედონ. არსებობს შეზღუდვები უცხოელების დაშვებულ რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც მათ არჩევანს ზღუდავს, მაგრამ რობერტს იქ თამაში ისედაც არ უნდოდა.
ერთი წლის წინ, 2024 წელს, ლევანდოვსკიმ კონკრეტული შეთავაზება მიიღო, სადაც საოცარ თანხებზე იყო საუბარი, მას სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, კარგად იფიქრეთ, 100 მილიონზე მეტი, თუმცა მან ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა ამჯობინა და ორივე მიზანს მიაღწია. მას ფეხბურთი უყვარს და ფული მისთვის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა, სწორედ ამიტომ არის მაგარი რობერტი..." - პინი ზაჰავი
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევადოვსკი კატალონიური გრანდის ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 147 მატჩი ჩაატარა, 101-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 20-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.