როცა რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოქმედ ჩემპიონს ხვდება, ტურნირს იგებს
მადრიდის ,,რეალი'' ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან მოქმედ ჩემპიონს არასდროს არ გაუგდია.
1992 წლიდან ,,სამეფო გუნდი'' ლიგის პლეი-ოფში წინა სეზონის გამარჯვებულს სულ 5-ჯერ შეხვდა, 5-ვე შემთხვევაში გაიმარჯვა და ტურნირნის ჩემპიონიც გახდა:
1997-1998 წლების სეზონში რეალმა ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი - დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა, ფინალში კი იუვენტუსი.
1999-2000 წლების სეზონში მადრიდელები მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტედს მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, ფინალში კი ვალენსიას მოუგეს.
2001-2002 და 2013-2014 წლების სეზონებში სამეფო კლუბის მეტოქე პლეი-ოფში მიუნხენის ბაიერნი იყო, ფინალებში კი რეალმა ჯერ ლევერკუზენთან იმარჯვა, შემდეგ კი - ატლეტიკოსთან.
ბოლოს მსგავსი რამ 2021-2022 წლების სეზონში მოხდა, როცა რეალმა მეოთხედფინალიდან მოქმედი ჩემპიონი ჩელსი გააგდო, ფინალში კი ლივერპული დაამარცხა.
ხვალ ,,რეალი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ასევე მოქმედ ჩემპიონს - ,,მანჩსტერ სიტის'' დაუპირისპირდება. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.