რონალდუს სადებიუტო მატჩის ბილეთის შეძენა 2 მილიონამდე ადამიანმა სცადა
ESPN-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს სადებიუტო მატჩის ბილეთის შეძენა 2 მილიონამდე ადამიანმა სცადა. პორტუგალიელის დებიუტი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, მეფე ფაჰდის სტადიონზე შედგება, რომელიც 68, 000 მაყურებელს იტევს. ESPN-თან დაახლოებულმა წყაროებმა ისიც აღნიშნეს, რომ ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა.
საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი “ალ ნასრში“ შესაძლოა “პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგეს.
გუნდის მთავარმა მწვრთენლმა რუდი გარსიამ უკვე დაადასტურა, რომ პორტუგალიელი “ალ შაბაბთან” შეხვედრას გამოტოვებს.
19 იანვარს ჩანიშნულია საინტერესო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “ალ ნასრისა” და “ალ ჰილალის” საუკეთესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი და “პარი სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. არაბული კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, კრიშტიანუს დებიუტი შესაძლოა სწორედ აქ, ლიონელ მესის წინააღმდეგ შედგეს.
“მისი დებიუტი “ალ ნასრის” მაისურით არ შედგება. ეს იქნება “ალ ჰილალისა” და “ალ ნასრის” ნაზავი. – განაცხადა გარსიამ L’Equipe-თან საუბრისას.