Belive

რონალდინიო: "ვერ ვიტყვი, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2005 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული, რონალდინიო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის და ძველი თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

ბრაზილიელი ამბობს, რომ ლეო თავის ეპოქაში საუკეთესოა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში რჩეულ მოთამაშედ ვერ ასახელებს.

"არის დიეგო მარადონა, პელე, რონალდო. მიჭირს იმის თქმა, რომ მესი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის თავისი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელია", - ამბობს რონალდინიო.

რონალდინიო და მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ერთად მოედანზე 80 მატჩში გავიდნენ და ერთმანეთის საგოლე პასებით 8 გოლი შექმნეს, მათ მხარდამხარ თამაშის დროს ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგეს.

სხვა სტატიები