რონალდუს მინიმუმ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
პორტუგალიელმა გუშინ, ,,ალ ჰილალთან'' სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, წითელი ბარათი მიიღო. გაძევების შემდეგ, კრიშტიანუ მსაჯს დაუპირისპირდა, რომელსაც ირონიულად ტაშიც დაუკრა.
სამატჩო ანგარიშში მსაჯმა, მოჰამედ ალ-ხუვაიშმა, დაწერა, რომ რონალდუმ მეტოქისთვის იდაყვის დარტყმით, აგრესიული საქციელი ჩაიდინა. საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის წესების თანახმად კი, ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელს მინიმუმ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ეკისრება.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე არაბული კლუბის მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 36 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.