Belive

"რონალდუსთვის არასასიამოვნოა" - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს მიმართა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

EURO 2024-ის მეორე ტურის მატჩი, სადაც პორტუგალიის ნაკრები თურქეთს უპირისპირდებოდა, მოედანზე მატჩი რამდენიმე წამით რამდენჯერმე შეწყდა. ამის მთავარი მიზეზი კი გულშემატკივრების მოედანზე შევარდნა და კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღების მცდელობა იყო.

საბოლოოდ როგორც გაირკვა, 90 წუთის განმავლობაში, რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად 6 გულშემატკივარი შევარდა, რამაც კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია გააბრაზა.

როგორც ჩანს, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე ბევრი იმსჯელეს, საბოლოოდ კი მათ ოფიციალური მიმართვით UEFA-ს მიმართეს და მოუწოდეს, რომ დაცვის ზომები უფრო გაემკაცრებინათ, რადგან შემდეგ მატჩში და პორტუგალიის მომავალ მატჩებზე მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

"მოვითხოვთ, რომ გულშემატკივრები მეტად მკაცრად აკონტროლოთ და გააძლიეროთ დაცვის ზომები.

გაგვიმართლა, რადგან გულშემატკივრების განზრახვა კარგი იყო. არსებობს უამრავი უსაფრთხოება, ასე რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს, გარდა ამისა თავად ფეხბურთელებიც იძაბებიან და ამან შესაძლოა ყველაფერზე ცუდად იმოქმედოს..." - ვკითხულობთ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა თურქეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი, შესაბამისად პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

პორტუგალიის ნაკრები შემდეგ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ, 26 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები