Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "კარიერას დიდი ხანი არ დავასრულებ, თუმცა ვიცი რომ ეს ჩემი ბოლო კლუბია"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, 39 წლის კრიშტიანუ რონალდუმ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არც კი განიხილავს.

"არ ვიცი როდის დავასრულებ კარიერას, ასაკი ჯერ ხელს არ მიშლის, დაზუსტებით კი ვერაფერს გეტყვით, ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მინიმუმ 2-3 წელი არსად წასვლას არც ვაპირებ და არც ვგეგმავ.

ჩემი მიზანია რომ კარიერა "ალ ნასრში" დავასრულო და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში, ამ ქვეყანაშიც თავს კარგად ვგრძნობ.

მოხარული ვარ საუდის არაბეთში თამაშით და მინდა კარიერა სწორედ აქ დავასრულო..." - კრიშტიანუ რონალდუ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ალ ნასრის" ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 67 ჩატარებულ მატჩში, 61 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არაბულ კლუბში გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ტიტული არ მოუგია.

სხვა სტატიები