Belive

რონალდუს მაისურების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა £187 მილიონი შეადგინა | რეკორდი დამყარებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, ვინაიდან ამ სპორტის სახეობის ორი გამორჩეული ფიგურა, ორი ლეგენდა, რონალდო და მესი, ახალ კლუბებში გადავიდნენ, რონალდო - "მანჩესტერში", მესი კი "პსჟ"-ში. მას შემდეგ რაც რონალდო "წითელმა ეშმაკებმა" ოლდ ტრაფორდზე დააბრუნეს, "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი მაისურების გაყიდვამ 187 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღია, რაც აბსოლუტური რეკორდია. "ოქროს ბურთის" ხუთგზის გამარჯვებულმა ყოფილ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კიდევ ერთხელ მოირგო 7-ნომრიანი მაისური, რომელიც აქამდე ედინსონ კავანის ეცვა, თუმცა ურუგვაელი ახალ 21-ნომრიან ფორმას ჩაიცვამს. ვინაიდან პრემიერ ლიგის წესების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სეზონის დაწყების შემდეგ ფეხბურთელებისათვის ფორმაზე ნომრის ცვლილება შეუძლებელია, მანჩესტერულ კლუბს მათთვის ოფიციალური წერილით მიმართვა მოუწიათ, რომელიც დადასტურდა და არსებობის ისტორიაში დაწყებული სეზონის მიუხედავად, ფორმაზე ნომრის ცვლილების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მოთამაშის, კრიშტიანუ რონალდუს გამო მოხდა. "წითელი ეშმაკების" სოციალური მედიის გუნდი იუწყება, რომ რონალდუ მაისურების გაყიდვების კუთხით პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესოა, როგორც ფინანსურად, ასევე სისწრაფით - იგულისხმება, მოკლე მონაკვეთში გაყიდული რეკორდული რაოდენობის ეკიპირება. პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის, კრიშტიანუს შემდეგ ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვა ჯეკ გრილიშის სახელს უკავშირდება, მესამე ადგილზე კი კვლავ "იუნაიტედის" პორტუგალიელი ფეხბურთელი, ბრუნო ფერნანდეშია. საგულისხმოა, რომ ხუთეულში კიდევ ერთი მანჩესტერელია, მე-4 ადგილს რომელუ ლუკაკუ იკავებს, მე-5 პოზიციაზე კი პოლ პოგბაა.

სხვა სტატიები