რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ჟორჟე ჟეზუშს არ შეატყობინა
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ, 41 წლის ფეხბურთელს ჟორჟე ჟეზუშისთვის არაფერი უთქვამს. პორტუგალიური გაზეთი "Record"-ის ცნობით, მან ეს ამბავი მხოლოდ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პედრო პროენსას აცნობა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად დაიძაბა რონალდუსა და ჟეზუშის ურთიერთობა ბოლო პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ჟეზუში პორტუგალიის ნაკრების განაცხადში რონალდუს შეყვანას კვლავ გეგმავდა. მწვრთნელს, რომელსაც შემადგენლობა ორშაბათს უნდა გამოექვეყნებინა, კაპიტნის იმედი კვლავ ჰქონდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რონალდუ მის შეტყობინებებს უპასუხოდ ტოვებდა.
კოპენჰაგენში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, ხოლო სიტუაციის გამოსწორების ნებისმიერი მცდელობა, უშედეგოდ დასრულდა. კრიშტიანუმ, დღეს ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული ვიდეოთი სანაკრებო კარიერა დაასრულა. 41 წლის პორტუგალიელმა ლეგენდამ, ნაკრების მაისურით, 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა და ორივე მაჩვენებლით, რეკორდსმენად რჩება.
🚨 𝗡𝗘𝗪: Cristiano Ronaldo announced his INTERNATIONAL RETIREMENT without informing Portugal manager Jorge Jesus! 🤯
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 5, 2026
The two have NOT SPOKEN since September 30.
Cristiano Ronaldo informed Portuguese Football Federation president Pedro Proença of his decision, but NOT Jorge… pic.twitter.com/AkRUFOj6Gn