Belive

რონალდინიო: ,,ვნანობ, რომ პსჟ-ში კიდევ უფრო დიდ ხანს არ დავრჩი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, ,,პარი სენ ჟერმენში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა:

,,ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება ,,პსჟ-ში''? ვნანობ, რომ ამ გუნდში კიდევ უფრო დიდ ხანს არ დავრჩი. ეს, ალბათ, ყველაზე ცუდი რამაა, რაც დამემართა.

თამაში სხვა ტაქტიკით და სხვა მწვრთნელით რომ გაეგრძელებინათ, დავრჩებოდი. მაგრამ, ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და, საბოლოოდ, დიდ კლუბში წავედი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი,'' - რონალდინიოს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.

რონალდინიო ,,პსჟ-ში'' 2001-2003 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 77 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,პარი სენ ჟერმენმა'' რონალდინიოს სანაცვლოდ 2001 წელს ,,გრემიოს'' 5 მილიონი ევრო გადაუხადა, ორი წლის შემდეგ კი ,,ბარსელონაში'' 30 მილიონ ევროდ გაყიდა.

სხვა სტატიები