Belive

ფეხბურთის ზეიმი ქართული ელემენტებით | 5-გოლიანი დრამა ლიონში

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიგა 1-ის 23-ე ტურში "ლიონმა" "პსჟ"-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე ბრწყინავდა, ლიონის მწვრთნელმა კი გადაწყვიტა გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ მე-80 წუთზე ჩაერთო შეხვედრაში, ამ დროისთვის ხვიჩა უკვე გასული იყო, ამიტომ ქართველების უშუალო დუელი არ შედგა, სამაგიეროდ ორივემ დიდებული მატჩი ჩაატარა.

უგოლო პირველ ტაიმში მთავარი კაცი კვარა იყო, რომელმაც არაერთი ეფექტური მომენტი შექმნა და დემბელეს თითქმის 100%-იანი შანსი შეუქმნა. პსჟ-ს უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და ჯერ ჰაკიმმა აიღო ლიონის კარი, შემდეგ კი დემბელემ ხვიჩას პასით მაინც გაიტანა და უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. ამის შემდეგ, ლუის ენრიკემ შემტევი სამეული ერთმანეთის მიყოლებით შეცვალა (კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე).

მე-80 წუთიდან მიქაუტაძის ჯერიც დადგა, შემოსვლიდან 3 წუთში რაიან შერკის ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და ფრანგმაც არ დააღალატა გუნდი. 2 წუთში ჰაკიმმა ისევ დაამსხვრია ლიონელთა იმედები და 1:3. დიდი მუხტით შემოსული მიქაუტაძე არ ჩერდებოდა, მისი 'მაკრატელა' დონარუმამ არ გაუშვა, რასაც ლიონის ზეწოლა მოჰყვა და ტოლისომ დამატებულ წუთებზე სხვაობა ისევ შეამცირა. საბოლოოდ, პსჟ-მ წნეხს გაუძლო და 3 ქულა აქტივში ჩაიწერა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

სხვა სტატიები