Belive

რონალდ კუმანმა რეალთან წაგების შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,თუ თქვენ ბარსელონას გულშემატკივარი ხართ, ახლა მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იქნებით. დამატებული 4 წუთიდან მან 2-3 წუთი საკუთარ გადამცემზე დახარჯა. ასევე, ,,რეალის'' კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. არ მესმის ფლანგის არბიტრის, რომელიც 10 მეტრში იდგა. შესაძლოა, მსაჯმა დარღვევა ვერ დაინახა, მაგრამ ასეთი სიტუაციებისთვის VAR-ი არსებობს. წაგების შემდეგ გუნდს არ ვიცავ. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, მათ კონტრშეტევებისთვის ბევრი თავისუფალი სივრცე დავუტოვეთ. მაგრამ, თამაშში იყო მომენტები, მაგალითდ, პენალტის ეპიზოდი,'' - კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები