2021 წლის ზაფხულში, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ორმა უდიდესმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კლუბი შეიცვალა. რაც თავისთავად მათი ახალი კლუბების სხვადასხვა ტიპის გაყიდვებსა და ფინანსებზე დადებითად აისახა.
საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიოში, რომელი ფეხბურთელების მაისურების გაყიდვაა ყველაზე მომგებიანი. ამ სტატიაში იმ ათ კლუბზე მოგახსენებთ, რომელთა ფეხბურთელების სათამაშო მაისურებიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება და რომელთაც ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვთ.
2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, გაყიდული მაისურების რაოდენობითა და მოგებული თანხის ოდენობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციას მიუნხენის "ბაიერნი" იკავებდა, საუკეთესო ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
10. მანჩესტერ სიტი - 1.08 მლნ9. პარი სენ-ჟერმენი - 1.18 მლნ 8. დორტმუნდის ბორუსია - 1.22 მლნ 7. ლონდონის ჩელსი - 1.31 მლნ 6. ბარსელონა - 1.34 მლნ 5. ტურინის იუვენტუსი - 1.42 მლნ 4. მანჩესტერ იუნაიტედი - 1.95 მლნ 3. ლივერპული - 2.45 მლნ 2. მადრიდის რეალი - 3.05 მლნ 1. მიუნხენის ბაიერნი - 3.25 მლნ