ოფიციალურად | ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა
31 წლის პორტუგალიელი მცველი - ჟოაუ კანსელო ბარსელონაში ოფიციალურად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კატალონიურმა კლუბმა დაადასტურა.
კანსელუ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა. მას შემდეგ, რაც ორი გრანდი - ინტერი და ბარსელონა მისი ტრანსფერით დაინტერესდნენ, კანსელუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. იტალიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ჰილალის ვარსკვლავმა სერია A-ს კლუბ ინტერთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის იტალიაში ექვსთვიანი იჯარით გადავიდოდა. თუმცა, ბარსელონამ ფეხბურთელის ინტერესი საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენა.
ბარსელონა 4 მილიონი ევროს ოდენობის იჯარის საკომისიოს და კანსელუს ხელფასის ნაწილს გადაიხდის. ბარსელონამ გარიგება დაადასტურა და პორტუგალიელმა მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.
🚨 𝗡𝗘𝗪: João Cancelo is at Barcelona's office to sign his contract. pic.twitter.com/WrMu56aVTw
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) January 13, 2026
უკვე ცნობილი გახდა ისიც, რომ ალ ჰილალმდე კანსელუ ბარსელონაში სეზონის ბოლომდე, ანუ 2026 წლის ივნისამდე გაუშვა, შემდეგ კი 31 წლის პორტუგალიელი კვლავ საუდის არაბეთში დაბრუნდება.
ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მცველი ბარსელონას რიგებში 2023/2024 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც იგი მანჩესტერ სიტიმ ბარსელონაში გაანათხოვრა. კანსელუმ ბარსელონას რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.