Belive

რომელი ნაკრებების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა შეიყვანეს ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო სამეულში?

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

The Best FIFA-ს დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 7 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული, რომელიც 48 ქულით ლეო მესი გახდა, ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

ცნობილია იმ კაპიტნებისა და მწვრთნელების ვინაობა, რომლებმაც რჩეულთა შორის სწორედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

კაპიტნები:

გლენსონ პრინსი (დომინიკის ნაკრები) - ერლინგ ჰოლანდი, როდრი, ხვიჩა კვარაცხელია

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრები) - ლეო მესი, კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია

ამირ რაჰმანი (კოსოვოს ნაკრები) - ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეო მესი

გიორგი ჯიქია (რუსეთის ნაკრები) - ხვიჩა კვარაცხელია, ლეო მესი, კევინ დე ბრუინე

მწვრთნელები:

მაიკლ ფინდლი (ბერმუდის ნაკრები) - ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინე, ხვიჩა კვარაცხელია

რაულ სავოი (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრები) - ერლინგ ჰოლანდი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ნაკრები) - ლეო მესი, კევინ დე ბრუინე, ხვიჩა კვარაცხელია

ტიმო იანკოვსკი (ფიჯის ნაკრები) - ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრები) - ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, როდრი

ალონ ჰაზანი (ისრაელის ნაკრები) - ლეო მესი, ერლინგ ჰოლანდი, ხვიჩა კვარაცხელია

ვინჩენჩო ალბერტო ანეზე (ნეპალის ნაკრები) - ერლინგ ჰოლანდი, ხვიჩა კვარაცხელია, კევინ დე ბრუინე

სხვა სტატიები