რომელი გუნდები დაზარალდნენ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტად ტრავმების გამო?
"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მომატებულმა ტრავმიანობამ, პრემიერ ლიგის სხვა კლუბების იმავე პრობლემების რაოდენობაც გამოაჩინა. ტრავმები თამაშის სამწუხარო ნაწილია, რომელსაც ყველა გუნდი უნდა გაუმკლავდეს, თუმცა გარდაუვალია, რომ ეს პრობლემა ზოგზე უფრო მეტად მოქმედებს, ზოგზე კი ნაკლებად.
იმის გამო, რომ დაზიანებას ყველა იღებს, გულშემატკივრებს მოსწონთ იმის მტკიცება, რომ მათი გუნდი უფრო დაზარალდა, ვიდრე ვინმე სხვა. წელს ბევრი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ტრავმებმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე, ევროტურნირების საგზურის მოპოვებასა და ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაზე.
Premier Injuries-ის მონაცემების გამოყენებით, Sky Sports-მა გამოავლინა, რომ "ნიუკასლი" არის გუნდი, რომელიც ტრავმებით, ამ სეზონში, ყველაზე მეტად დაზარალდა. ედი ჰაუს გუნდში 29 ცალკეული ტრავმა იყო, რაც სულ 1333 დაკარგული დღეა - 11 აგვისტოს შემდეგ. "ბრაიტონსა" და მანჩესტერ იუნაიტედში, 2023/24 წლებში, 28 ტრავმა დაფიქსირდა, ეს უკანასკნელი მანჩესტერულ დერბიში სათამაშოდ, ახლაც რასმუს ჰოილუნის გარეშე გამოვა.
ლივერპული ამჟამად ცხრილის სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში დაკარგა ძირითადი მოთამაშეები: მოჰამედ სალაჰი, დარვინ ნუნიესი, დიოგო ჟოტა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. იმავდროულად, "ვულვზსა" და "ვესტ ჰემს" მხოლოდ 13-ჯერ შეხვდათ ტრავმის პრობლემა, რაც მათ ყველაზე "არატრავმულ" გუნდებად აქცევს.
პრემიერ ლიგის თითოეული გუნდი ტრავმების რაოდენობის მიხედვით:
ნიუკასლი - 29
ბრაიტონი - 28
მანჩესტერ იუნაიტედი - 28
ჩელსი - 27
კრისტალ პალასი - 27
ლივერპული - 27
ნოტინგემ ფორესტი - 27
ტოტენჰემი - 27
ასტონ ვილა - 24
ლუტონი - 24
ბარნლი - 23
შეფილდ იუნაიტედი - 23
ევერტონი - 22
ბრენტფორდი - 20
არსენალი - 19
ფულემი - 19
მანჩესტერ სიტი - 19
ბორნმუთი - 16
ვულვზი - 13
ვესტ ჰემი - 13